შეაფასე შენი ფსიქიკური მდგომარეობა ტესტით
Tests
1
დეპრესიის შესაფასებელი კითხვარი
PHQ-9 სკრინინგ-შეფასების ინსტრუმენტია, რაც იმას ნიშნავს რომ შეუძლებელია მისი გამოყენება დეპრესიის დიაგნოზის დასმის მიზნით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს მიმართოთ.
კითხვარის პასუხის მიუხედავად, თუ გაქვთ განცდა, რომ თქვენი განწყობა საგრძნობლად შეიცვალა გასული 2 კვირის მანძილზე და თუ ეს ცვლილებები ხელს გიშლით ყოველდღიური საქმეების შესრულებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, სწავლასა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში, მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს.
2
შფოთვითი აშლილობის შესაფასებელი კითხვარი
GAD-7 გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შესაფასებელი 7-პუნქტიანი სკრინინგ-კითხვარია, რომელიც დაგეხმარებათ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომების და მასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ მეტი შეიტყოთ. თქვენი პასუხების მიხედვით, კითხვარის ქულა დაგეხმარებათ განსაზღვროთ შფოთვის დონე.
გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ პირველადი შეფასების ინსტრუმენტია, და, თუ ფიქრობთ, რომ შფოთვა უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ხელს გიშლით სხვადასხვა საქმიანობაში, იქნება ეს სწავლა თუ ადამიანებთან ურთიერთობა, ან თუ კითხვარის პასუხი 10 ქულა და ზევით იქნება, უფრო ზუსტი ინფორმაციის/კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს მიმართოთ.
3
ადაპტაციის აშლილობის შესაფასებელი კითხვარი
ADNM-8 კითხვარი ადაპტაციის აშლილობის შესაფასებელი კითხვარია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავზომოთ, რამდენად გვირთულდება ცხოვრებისეულ სხვადასხვა სტრესულ სიტუაციებთან შეგუება და მათთან გამკლავება (მაგალითად, როგორიცაა დაძაბული სიტუაცია ოჯახში, სწავლის დატვირთული რეჟიმი, მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიცაა სკოლის დამთავრება/უნივერსიტეტში სწავლასთან დაკავშირებული სიახლეები და სხვა).
ADNM-8 სკრინინგ-შეფასების ინსტრუმენტია, რაც გულისხმობს, რომ მისი შედეგები პირველად მონაცემს წარმოადგენს და რომ შეუძლებელია მისი გამოყენება დიაგნოზის დასმის მიზნით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს მიმართოთ.
მიღებული შედეგის მიუხედავად, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სტრესული მოვლენა (ან სხვა, რაც ჩამონათვალში არ არის), საგრძნობ უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს განწყობაზე, ვერ ახერხებთ ამ სტრესულ მოვლენაზე ფიქრის შეწყვეტას, დაგერღვათ ძილი და გიჭირთ კონცენტრაცია, ან თუ სტრესული მოვლენის გადატანის შემდგომ გიჭირთ მნიშვნელოვანი ყოველდღიური საქმეების შესრულება, მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს.